TuttoJuve

Juve per sempre sarà

ადანი:“ ტუდორის კრიტიკა სრულიად უადგილოა, იუვენტუსი სწორ გზაზე დგას“

ყოფილმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ Viva El Futbol-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„ვფიქრობ, იტალიურ მედიაში ტუდორისა და იუვენტუსის კრიტიკა სრულიად უადგილოა. დიახ, იგორმა გარკვეული შეცდომები დაუშვა, მაგრამ ბიანკონერი არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ მარცხი არ აქვს.

„გასული სეზონისგან განსხვავებით, იუვენტუსს მოედანზე ხასიათი, მოტივაცია და ბრძოლის სურვილი ეტყობა, ეს კი ნებისმიერ ტაქტიკაზე მნიშვნელოვანია.

„ტუდორისგან მეც მეტი მოლოდინი მაქვს, მაგრამ იუვენტუსი სწორ გზაზეა და ამ მომენტისთვის გუნდს ასეთი მწვავე კრიტიკა არ დაუმსახურებია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !