TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ადანი:“ იუვენტუსის მთავარი ტრანსფერი ტიაგო მოტაა, ალეგრის არანაირი იდეა არ ჰქონდა…“

ინტერის და ფიორენტინას ყოფილმა ფეხბურთელმა ლელე ადანიმ იუვენტუსში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

„ვფიქრობ, ტიაგო მოტა ამ ზაფხულში იუვენტუსის მთავარი შენაძენია. დარწმუნებული ვარ, იუვენტუსის ფეხბურთელების ფასები მომდევნო წლებში საგრძნობლად გაიზრდება და ეს ყველაფერი სწორედ მოტას დამსახურება იქნება.

„მოტა იუვენტუსის პროექტის და გუნდის მომავლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, გუნდმა მისი გაფორმებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ახლა დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.

„იუვენტუსს გასულ სეზონშიც კარგი გუნდი ჰყავდა და ეს სეზონის პირველ ნახევარში დაამტკიცა, მაგრამ გუნდის შემართებას მწვრთნელის იდეები მხარს ვერ უბამდა, სწორი იდეების გარეშე წინსვლა კი შეუძლებელია.

„გასულ ტურებში იუვენტუსის ფეხბურთელების ენთუზიაზმი აშკარაა. გუნდი შემტევი სტილით სიამოვნებას იღებს, ეს მათი თამაშის ხარისხზეც აისახება.“