TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ჩერკის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ლიონის ტალანტის რაიან ჩერკის ტრანსფერით ინტერესდება.

21 წლის ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და მის გასაფორმებლად ევროპის არაერთი გრანდი, მათ შორის იუვენტუსი იბრძოლებს.

Calciomercato-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ფრანგი ვინგერისთვის ბრძოლაში ლივერპული ფავორიტად მოიაზრება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ლიონი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

ჩერკის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში 12 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

62 views
error: დაცული კონტენტი !