TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე რიკი მასარას გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის ყოფილი სპორტული დირექტორის რიკი მასარას გაფორმებას განიხილავს.

წყაროს ცნობით, მასარა არა კრისტიანო ჯუნტოლის შემცვლელად, არამედ მის ასისტენტად მოიაზრება.

დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი სტაფის ახალი წევრების შესაძლო დაქირავების თაობაზე გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს, რადგან გუნდს სურს, მსოფლიო საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე სატრანსფერო ფანჯარას მომზადებული შეხვდეს.

52 views
error: დაცული კონტენტი !