TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ იუვენტუსმა კოპმეიენრსი ხელიდან არ უნდა გაუშვას“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ იმედი გამოთქვა, რომ ტურინული გრანდი ატალანტადან ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმებას შეძლებს.

„ვფიქრობ, იუვენტუსმა კოპმეინერსი ნებისმიერ ფასად უნდა გაიფორმოს, რადგან გუნდში მისი მსგავსი მახასიათებლები არავის აქვს. მან გასულ წლებში თავისი ხარისხი და შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა.

„იუვენტუსის ნახევარდაცვას სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც გუნდს შეტევაში კრეატივს შემატებს და იმედი მაქვს, ეს სწორედ კოპმეიენრსი იქნება.“