იუვე კალულუს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოისყიდის
იუვენტუსი პიერ კალულუს კონტრაქტში არსებულ პუნქტს გაააქტიურებს და მას მილანიდან საბოლოოდ გამოისყიდის.
ტურინულ გრანდს ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნება 13 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი დაემატება.
პიერი იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 2.2 მილიონი ევრო იქნება.