TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არანაირი იძულებითი გაყიდვები, ელკანი იუვენტუსში ინვესტიციების ჩადებას აგრძელებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსს ზაფხულში ფეხბურთელების იძულებით გაყიდვა არ მოუწევს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის მფლობელი ჯონ ელკანი მზად არის, გუნდის კაპიტალი კიდევ ერთხელ გაზარდოს და ფულის ინექცია გააკეთოს, თუ იუვენტუსს ამის საჭიროება ექნება, რაც გუნდს იძულებით გაყიდვებს თავიდან აარიდებს.

კაპიტალის ზრდა იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, რაც გუნდს მინიმუმ 60-70 მილიონ ევროს დააკარგვინებს.

error: დაცული კონტენტი !