მოტას გაფორმებას რამდენიმე გუნდი ცდილობს, რაც იუვეს 15 მილიონს დაუზოგავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტიაგო მოტა შესაძლოა ფეხბურთს სეზონის დასრულებისთანავე დაუბრუნდეს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის გაფორმებას რამდენიმე გუნდი ცდილობს, მათ შორის ყველაზე მეტად ლიონი, მარსელი და ატალანტა აქტიურობენ.
მოტას იუვენტუსთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ტურინულ გრანდს მისთვის ხელფასის გადახდა დაახლოებით 20 მილიონი დაუჯდება, თუმცა თუ მოტამ რომელიმე გუნდი ჩაიბარა, მხარეებს კონტრაქტის გაწყვეტა მოუწევთ და ტურინული გრანდი საკმაოდ მსუყე თანხას, დაახლოებით 15 მილიონს დაზოგავს.