არა მხოლოდ ედერსონი და ლუკმანი, იუვე რეტეგის ტრანსფერითაც ინტერესდება
იტალიური გამოცემა SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ერთდროულად 3 ფეხბურთელის ტრანსფერით ინტერესდება.
ედერსონისა და ადემოლა ლუკმანის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე უკვე მოგახსენეთ, წყაროს ცნობით კი ტურინული გრანდი მატეო რეტეგის ტრანსფერსაც განიხილავს.
25 წლის იტალიელი ფორვარდი ლა დეას რიგებში დიდებულ სეზონს ატარებს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 25 მატჩში 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ის კაპოკანონიერეს ტიტულისთვის ბრძოლას კომფორტულად ლიდერობს.
წყაროს ცნობით, ატალანტა რეტეგის სანაცვლოდ, ვინც ტურინში დუშან ვლაჰოვიჩის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, 40-45 მილიონ ევროს ითხოვს.