TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა ილდისს ფასი დაადო…

იტალიურ და ესპანურ მედიაში კენან ილდისის იუვენტუსიდან წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.

გამოცემა Todofichajes-ის ცნობით, თურქ ფეხბურთელს მსურველები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მრავლად ჰყავს, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არავისთვის არ იქნება.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ილდისის გაყიდვა არ სურს და მხოლოდ იმ წინადადებებს განიხილავს, რომლებიც 90 მილიონიდან დაიწყება. გადამწყვეტი იქნება თავად კენანის პოზიცია, თუ მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა, იუვენტუსი თურქს არ გაყიდის.

error: დაცული კონტენტი !