ასტონ ვილა ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩს ინგლისში ასტონ ვილას სახით კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
სერბი ფორვარდის ტურინული გრანდიდან წასვლა სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია და არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, მისი პრიორიტეტი კარიერის ინგლისში გაგრძელებაა.
წყაროს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს არსენალიც, მაგრამ ამ მომენტისთვის ის პრიორიტეტულ სამიზნედ არ მოიაზრება.