TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ლიგის დატოვების გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ იუვენტუსი სწორ გზაზეა“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„გუნდის განწყობა პსვ-სთან მარცხის შემდეგ ? ასეთი იმედგაცრუების შემდეგ ჩვენ მოედანზე დაბრუნება და ახალი სტარტის აღება გვსურს. ჩვენ ჩვენს მეტოქეს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველოდება. აქ თამაში მარტივი არავისთვის არის და ხვალ გამარჯვებისთვის მოედანზე ბოლომდე დახარჯვა დაგვჭირდება.

„ვეა ? ის მცველის პოზიციაზე ძალიან სასარგებლოა, ტიმო დაცვაში აგრესიულია, იგებს ბევრ დუელს და გუნდის დახმარება შეტევაშიც შეუძლია.

„კრიტიკა ? საკუთარი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსები თავადვე ვართ. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო ეტაპზე გასვლა გვმართებდა და ეს შეგვეძლო, მარცხის გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ მჯერა, რომ იუვენტუსი სწორ გზაზე დგას და ეს მომდევნო მატჩიდან მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

„ალბერტო კოსტა ? ის ძალიან მოტივირებულია და უნდა, თავისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. როდესაც ამის დრო იქნება, კოსტა დროს აუცილებლად მიიღებს.

„ვლაჰოვიჩი და კოლო მუანი ერთად ? ეს გამორიცხული არ არის. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მე ვიღებ, გუნდის სასიკეთოდ არის.

„ილდისი სკამზე ? თუ რომელიმე ფეხბურთელი სკამზე რჩება, ეს იმის მანიშნებელია, რომ იმ მომენტში ძირითადში თამაშს სხვა იმსახურებს.

„ტრავმები დაცვაში ? ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა გუნდებსაც აწუხებთ. შეხედეთ რეალსა და სიტის, ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის.“

error: დაცული კონტენტი !