TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე შტუტგარტის მცველით ინტერესდება

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ინტერესი ამჯერად შტუტგარტის უკანახაზელმა ჯეფ შადოტმა დაიმსახურა.

26 წლის ფეხბურთელი გერმანული გუნდის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.

SportItalia-ს ცნობით, შტუტგარტი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.