ტომორის მილანში დარჩენა უნდა
იტალიური მედიის ცნობით, ფიკაიო ტომორის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის დატოვება არ სურს.
დანიელე ლონგოს ცნობით, იუვენტუსი და მილანი ინგლისელი მცველის ტრანსფერი თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთელის მხრიდან თანხმობა არ არსებობს.
თუ ტრანსფერი შედგა, იუვენტუსი ტომორის იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც გუნდს ბონუსების ჩათვლით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.