იუვე არაუხოს თაობაზე ახალ წინადადებას ამზადებს
იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი ბარსელონას უახლოეს პერიოდში რონალდ არაუხოს თაობაზე ახალი წინადადებით მიმართავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ბლაუგრანას ურუგვაელი მცველის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 5-6 მილიონ ევროს შესთავაზებს, მისი შემდგომში დაახლოებით 45 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერპსექტივით.
ბარსელონა თავის მხრივ 60-70 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსის გეგმებში არ შედის.