ანიელის იუვენტუსში დაბრუნება უნდა
იტალიელი ჟურნალისტის მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილ პრეზიდენტს ანდრეა ანიელის ტურინულ გრანდში დაბრუნება უნდა.
წყაროს ცნობით, ანიელი ფინანსების მოძიებას ცდილობს, 2-3 წელიწადში კი ჯონ ელკანისგან იუვენტუსის აქციების საკონტროლო პაკეტის გამოსყიდვა აქვს გადაწყვეტილი.
შეგახსენებთ, ანდრეა ანიელი იუვენტუსის სათავეში 2009-2022 წლებში იმყოფებოდა, სერია ა-ში 9-წლიანი დომინაციის მთავარი შემოქმედი სწორედ 49 წლის იტალიელი ბიზნესმენი გახლდათ.