TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ ჩვენ კონსეისაუს შენარჩუნება გვსურს“

იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ სიტისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„სეზონის მსვლელობა ? ჩვენ უკეთ თამაში და უკეთესი შედეგები გვინდა. გვიხარია, რომ მწვრთნელი თავის გასამართლებელი საბუთების ძებნას არ ცდილობს, მაგრამ ფაქტია, რომ ტრავმების გამო ჩვენ სერიოზული პრობლემები გვქონდა, რამაც გუნდის თამაშსა და შედეგებზე გავლენა იქონია, თუმცა ჩვენ მოტასა და ფეხბურთელების სრული ნდობა გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ სწორ გზაზე ვართ.

„როდის დაუბრუნდება იუვენტუსი გამარჯვებას ? ჩვენ ახალ პროექტი დავიწყეთ, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტს, ახალგაზრდა ადამიანებს და თამაშის კონკრეტულ სტილს. ჩვენ იუვენტუსის კუთვნილ ადგილას დაბრუნება მაქსიმალურად მოკლე დროში გვინდა, ამიტომ კონკრეტული ვადები არ გვაქვს.

„კონსეისაუ ? ჩვენ ფეხბურთელთან და მის აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და გვინდა, რომ ფრანცისკუ იუვენტუსში დარჩეს, რაც ვფიქრობ, რომ თავად ფეხბურთელის სურვილიც არის.“

error: დაცული კონტენტი !