დრაგუშინის აგენტი:“ იუვენტუსის და ნაპოლის ინტერესი დიდი პატივია, თუმცა…“
ტოტენჰემის მცველის რადუ დრაგუშინის აგენტმა იუვენტუსისა და ნაპოლის მხრიდან ფეხბურთელის მიმართ არსებულ ინტერესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„რადუსთვის იუვენტუსისა და ნაპოლის დონის გუნდების მხრიდან ინტერესი დიდი პატივია, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს მხოლოდ ჭორებია.
„დრაგუშინს ტოტენჰემთან 5-წლიანი კონტრაქტი აკავშრებს, ის ჯერ 22 წლის არის და წინ დიდი მომავალი აქვს. თუ სეზონის ბოლომდე ის მეტ სათამაშო დროს არ მიიღებს, ჩვენ სეზონის ბოლოს სიტუაციას განვიხილავთ, თუმცა იანვარში მისი გუნდიდან წასვლა არ იგეგმება.“