იუვენტუსმა ზირკზეეს აგენტთან მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
წყაროს ცნობით, იანვარში შეტევის გასაძლიერებლად ზირკზეე კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
ბიანკონერის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.