მოჯი:“ ვლაჰოვიჩი მოტას ფავორიტი არ არის, ინტერი – იუვე ?…“
იუვენტუსის ყოფილმა დირექტორმა ლუჩიანო მოჯიმ Libero-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ინტერი – იუვენტუსის დაპირისპირება შეცდომებით იყო სავსე როგორც მწვრთნელების, ასევე ფეხბურთელების მხრიდან, საბოლოო შედეგმა კი ხელი ნაპოლის მისცა, რომელმაც მდევრებთან უკვე კომფორტული სხვაობა შეიქმნა.
„ილდისის სკამზე დატოვებამ მოტას მხრიდან გარკვეული კითხვები გააჩინა, ვლაჰოვიჩის შეცვლამ კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ დუშანი ტიაგო მოტას ფავორიტი ფეხბურთელი არ არის.“