TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტრეზეგე:“ ვლაჰოვიჩი და ილდისი როგორც მე და დელ პიერო ? მათ ბევრი სამუშაო აქვთ“

იუვეს ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩი და კენან ილდისი როგორც მე და დელ პიერო ? მათ ამის დამტკიცება მოედანზე მოუწევთ. მათ უნდა ჰქონდეს ეს ოცნება და მის მისაღწევად დაუღალავად იშრომონ, მათ უნდა გამოიყენონ ეს როგორც მოტივაცია და არ აქციონ ზედმეტ წნეხად.

„ილდისი იუვენტუსის აწმყო და მომავალია, ის გამორჩეული ტალანტია და თუ მუშაობას გააგრძელებს, ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. კარგი და ცუდი მომენტები კარიერის განუყოფელი ნაწილია, ის ჯერ მხოლოდ 19 წლის არის.

„კონსეისაუ ? კიდევ ერთი გამორჩეული ტალანტი. მისი მამა შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ვისაც იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ეს ფრანცისკუს აუცილებლად დაეხმარება.“