TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკის მოედანზე დაბრუნების დრო ჯერ კიდევ უცნობია…

სეზონის დაწყებიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა, არკადიუშ მილიკი კი გუნდის დახმარებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ის მოედანს.

პოლონელმა ტრავმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო, რის გამოც მას მენისკის ოპერაციის გაკეთება მოუწია, რამდენიმე კვირის წინ კი მას განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, რის გამოც მილიკის მოედანზე დაბრუნება კიდევ უფრო გადაიდო.

Il Bianconero-ს ცნობით, თუ მილიკმა უახლოეს პერიოდში სრული დატვირთვით ვარჯიშის და შემდგომში თამაშის განახლება ვერ შეძლო, იანვარში ფორვარდის გაფორმება გარდაუვალი იქნება.