TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დევიდი ახალი გუნდისგან მსუყე ხელფასს ითხოვს…

იუვენტუსი სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად ჯონათან დევიდის გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მაღალ კონკურენციასთან ერთად, კანადელის ტრანსფერი მსუყე ფინანსურ ინვესტიციასთანაც არის დაკავშირებული.

24 წლის შემტევის მიმდინარეკ ონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება, ამიტომ ნებისმიერ გუნდს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია, თუმცა პრობლემა კანადელის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 6 მილიონი ევროა.

იუვენტუსი თავის მხრივ დევიდისთვის მოთხოვნილი ხელფასის გადახდას არ აპირებს და მას 3.5-4 მილიონზე მეტს არ შესთავაზებს…