TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსს ინტერის წინააღმდეგ თამაშის იმედი აქვს

ლაციოსთან მატჩის შემდეგ, ტეუნ კოპმეინერსი გუნდს ტრავმის გამო ვერც შტუტგარტის წინააღმდეგ დაეხმარება.

ნიდერლანდელ ფეხბურთელს სუნთქვის დროს მოტეხილი ნეკნის ტკივილი კვლავ აწუხებს, ამიტომ ის ჯერჯერობით გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს და ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელს იმედი აქვს, ის სერია ა-ს მომდევნო ტურში ინტერის წინააღმდეგ გუნდის განაცხადში იქნება, თუმცა მისი დაბრუნება მეტად პარმასთან შეხვედრაშია სავარაუდო.