TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ დამსახურებული გამარჯვება, მაგრამ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ლაციოსთან მატჩი შეაფასა.

„ეს ძალიან რთული მატჩი იყო, თუმცა მოთმინებამ და მუშაობამ საბოლოო ჯამში შედეგი მაინც გამოიღო.

„ლაციო ძალიან კარგი გუნდია და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ისინი თავს 10 კაცითაც შესანიშნავად იცავდნენ, ჩვენ კი გარკვეულ მომენტებში ზედმეტად ვჩქარობდით და ქაოტურები ვიყავით.

„მეორე ტაიმში გაცილეით უკეთ ვითამაშეთ და საბოლოო ჯამში დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს.

„კამბიაზო ? ის არა მხოლოდ იუვენტუსისთვის, არამედ იტალიის ნაკრებისთვისაც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი ხდება. ანდრეას ძალიან ბევრ პოზიციაზე თამაში შეუძლია და მისი უნივერსალურობა გუნდს ყოველთვის ეხმარება. ეს კამბიაზოს მაქსიმუმი არ არის, მას გაცილებით მეტი შეუძლია და ჩვენ ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ.”