TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სერჟიუ კონსეისაუ:“ ფრანცისკუს იუვეში გადასვლა მე ვურჩიე, ის მსოფლიოს ერთ-ერთ უდდიეს გუნდშია“

ფრანცისკუ კონსეისაუს მამამ სერჟიუმ Sky Sport-თან მისი შვილის თაობაზე ისაუბრა.

„ფრანცისკუმ იუვენტუსთან ერთად ძალიან კარგი სტარტი აიღო. ის ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია, აქვს შესანიშნავი ტექნიკა და მე ვიცოდი, რომ ის იტალიაში თავს შესანიშნავად წარმოაჩენდა.

„რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და სამუშაო ბევრი აქვს, თუმცა მან ეს ყველაფერი კარგად იცის და მჯერა, იუვენტუსში თავის პოტენციალს სრულად წარმოაჩენს.

„რატომ იუვე ? ტურინში გადასვლა მე ვურჩიე, რადგან ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს.“