TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოგბა:“ იუვესთან ერთად ვარჯიშისა და თამაშისთვის მზად ვიქნები, ამისთვის ფინანსურ დათმობაზე უარს არ ვიტყვი“

იუვენტუსის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ქომაგების გვერდში დგომა გასულ თვეებში ? ქომაგების სიყვარული მე არასოდეს მაკლდა. სამწუხაროდ, იუვენტუსის წარმომადგენლებს ლეგალური მიზეზების გამო ვერ ვნახულობდი, მაგრამ ჩემს ყოფილ და ახლანდელ თანაგუნდელებთან ხშირი მიმოწერა მქონდა.

„კუადრადო, დიბალა, ვლაჰოვიჩი, მაკკენი, ვეა, კინი და სხვები, ისინი ძალიან ხშირად მკითხუბლოდნენ, რის გამოც მე მადლიერი ვარ. ყველას თავისი ცხოვრება და პრობლემები აქვს, ამიტომ მათი ყურადღება ორმაგად სასიამოვნოა.

„მოტა ? მე მასთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამის დრო მოვა. იუვენტუსთან კონტრაქტი მაკავშირებს და მე გუნდთან ერთად ვარჯიშისა და თამაშისთვის მზად ვიქნები. მე ფინანსურ დათმობაზეც წავალ, რომ იუვეს მაისურით თამაშის საშუალება მომეცეს.“