TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მონჩი:“ დუგლას ლუისი დიდებული ფეხბურთელია, ის იუვენტუსისთვის ფუნდამენტალური ფიგურა გახდება“

ასტონ ვილას სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ იუვენტუსში დუგლას ლუისის პრობლემებზე ისაუბრა.

„ლუისი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის გასულ სეზონში ჩვენი გუნდის წამყვანი ფიგურა იყო, მან მოედანზე წუთების 90 პროცენტი გაატარა და ლუისის დონეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

„ქვეყნისა და სათამაშო სტილის შეცვლა მარტივი არ არის, მაგრამ მე დარწმუნბული ვარ, რომ ლუისი ფორმას დაიბრუნებს და იუვენტუსისთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელი გახდება.“