TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე – ლაციოს მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის

იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერია ა-ს მომდევნო მატჩი ტურინულ გრანდსა და ლაციოს შორის სავსე სტადიონის ფონზე გაიმართება.

მიმდინარე სეზონში იუვენტუსისთვის საშინაო მატჩებზე ბილეთების სრულად გაყიდვა ტრადიციად იქცა და სიტუაცია არც ლაციოს წინააღმდეგ შეხვედრაში შეიცვლება.

არწივების წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩს დაახლოებით 42,000 ქომაგი დაესწრება.