TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დანილომ გუნდი შესაძლოა იანვარში დატოვოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, გლეისონ ბრემერის ტრავმის მიუხედავად, დანილოს სიტუაცია გუნდში არ შეიცვლება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტა დანილოს გუნდის მნიშვნელოვან წევრად არ მოიაზრებს და მან შესაძლოა გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს.

დანილოს ნაკრებში ადგილის დაკარგვა არ სურს, სელესაოს რიგებში მოსახვედრად კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამიტომ თუ მომდევნო კვირებში სიტუაცია არ შეიცვალა, მისი იუვენტუსიდან წასვლის შანსი დიდი იქნება.