TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ:“ წინ რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ“

იუვენტუსის მცველმა პიერ კალულუმ ლაიფციგთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, რადგან ჩეპიონთა ლიგაზე მარტივი მატჩები არ არსებობს, ლაიფციგი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ქომაგებს წინ ძალიან კარგი სანახაობა ელოდებათ.

„მწვრთნელის ნდობა ? ეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. მე ყოველთვის მოედანზე ყოფნა მინდა და ვამაყობ, რომ ასეთ დონეზე ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება მაქვს.“