TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკმა კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა…

იუვენტუსის ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა და მისი მოედანზე დაბრუნება კიდევ ერთხელ გადაიდო.

პოლონელმა ფორვარდმა ტრავმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო და ოპერაციის გაკეთება მოუწია, თუმცა გუშინ კონსულტაციის შემდეგ გაირკვა, რომ მას კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა სჭირდებოდა.

მილიკი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და მისი დაბრუნების დრო ამის შემდეგ გახდება ცნობილი, იუვენტუსს კი დიდი ალბათობით იანვარში კიდევ ერთი ფორვარდის გაფორმება მოუწევს.