TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პოგბა დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

იუვენტუსის ნახევარმცველი პოლ პოგბა დოპინგის გამო დისკვალიფიკაციის წინააღმდეგ სასამართლოში ბრძოლას აგრძელებს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ვერდიქტი CAS-ის სასამართლოში გაასაჩივრა და რამდენიმე დღის წინ ჩვენებაც მისცა, ახლა კი პოლი და მისი ადვოკატები საბოლოო განაჩენის მოლოდინში არიან.

პოგბამ დოპინგის ტესტი 2023 წლის 20 აგვისტოს, უდინეზე-იუვენტუსის მატჩის შემდეგ ჩააგდო და ნაციონალურმა ანტი-დოპინგის ტრიბუნალმა მას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რის შემდეგაც პოლი იუვენტუსისგან ხელფასის სახით მინიმალურ ანაზღაურებას, თვეში 2,000 ევროს იღებს.

თუ პოგბას დისკვალიფიკაცია CAS-ის სასამართლომ ძალაში დატოვა, იუვენტუსი ფრანგთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობას შეუდგება.