TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მარკეტი:“ იუვენტუსმა ინტერთან ჩამორჩენა საგრძნობლად შეამცირა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტებზე ისაუბრა.

„სკუდეტო ? ინტერი, როგორც მოქმედი ჩემპიონი და გუნდი, რომელსაც ბევრი ცვლილებები არ ჰქონია, კვლავ გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა იუვენტუსმა და ნაპოლიმ ნერაძურისთან სხვაობა შეამცირეს.

„მათ ძალიან პროდუქტიული სატრანსფერო ფანჯარა ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, წინ ძალიან საინტერესო და დაძაბული ბრძოლა გველოდება.

„ტიაგო მოტა იუვენტუსის ხელმძღვანელობის სრული ნდობით სარგებლობს, მას მშვიდად მუშაობისა და მის ხელთ არსებული რესურსის გამოყენების საშუალება აქვს.“