TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი:“ იმედგაცრუებულები ვართ, ჩვენ გამარჯვება გვსურდა“

იუვენტუსის კაპიტანმა ფედერიკო გატიმ რომასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ, რადგან სანაკრებო პაუზის წინ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება გვსურდა, მაგრამ როდესაც ვერ იმარჯვებ, ძალიან მნიშვნლეოვანია, რომ კონცენტრაცია არ დაკარგო და არ დამარცხდე. ჩვენ მუშაობას და განვითარებას გავაგრძელებთ.

„ახალი ფეხბურთელები ? მათ გუნდში ძალიან დიდი ხარისხი მოაქვთ. ისინი ახლახანს მოვიდნენ და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ.

„სხვაობა მოედანზე ? ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენ უფრო მაღალ პრესინგს ვთამაშობთ. მოტა და ალეგრი გამორჩეული მწვრთნელები არიან, მათ აქვთ როგორც მსგავსი, ასევე განსხვავებული ხედვები.

„დოვბიკი ? ის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, ლა ლიგის ბომბარდირი შემთხვევით ვერ გახდები და ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ თამაში განვითარების საშუალებას გაძლევს.“