TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეინერსი:“ იუვენტუსში გამარჯვებისთვის მოვედი, აქ თამაში ჩემი ოცნება იყო“

იუვენტუსის ახალწვეულმა ტეუნ კოპმეინერსმა ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

ტრანსფერის დეტალები იხილეთ აქ.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ. იუვენტუსის რიგებში თამაშ ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.

„რატომ იუვე ? ეს იტალიაში უდიდესი გუნდია, აქ ყველაფერი შესანიშნავია, გუნდის მაისური, თამაშის სტილი, ისტორია. უბედნიერესი ვარ, რომ აქ ყოფნის საშუალება, ამ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან მუშაობის საშუალება მაქვს.

„მოტა ? მე მას უკვე შევხვდი, ჩვენ თამაშის სტილსა და სხვა თემებზე ვისაუბრეთ, გვინდა, რომ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში კარგი და ორგანიზებული თამაში ვაჩვენოთ, გავიტანოთ გოლები და გავახაროთ ქომაგები.

„იუვეს პირველი მატჩები ? მე მათ ვუყურე და ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ 6 ქულა გვაქვს და სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ. ვნახე გუნდი, რომელიც ძალიან მოტივირებულია, უნდა შეტევა და 2 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

„ჩემი მახასიათებლები ? მე მომწონს გოლების გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება. მე გუნდისთვის ყველაფრის გაკეთება მინდა, დაცვაშიც კი. მინდა ვირბინო, ვითამაშო ენერგიულად, ყველასთვის: თანაგუნდელებისთვის, მწვრთნელისთვის,  გუნდისთვის და ქომაგებისთვის. მე აქ გამარჯვებისთვის მოვედი.

„რატომ 8 ? ეს ნომერი ჩემთვის განსაკუთრებულია, ამ ნომრით ვთამაშობდი ახალგაზრდულ სექტორში, ასევე ალკმაარში. გუნდმა მითხრა, რომ ამ ნომრის არჩევა შემეძლო.

„მიმართვა ქომაგებს ? გამარჯობა, როგორც იქნა, მე აქ ვარ და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ლოდინი დიდი ხანი მოგვიწია, ახლა კი მუშაობისა და გამარჯვების დროა, Forza Juve!”