TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კიეზას გაშვების შემდეგ, ჯუნტოლის სანჩოს ტრანსფერის დახურვა სურს

ფედერიკო კიეზამ ტურინი უკვე დატოვა და კარიერას ლივერპულში გააგრძელებს (დეტალები იხილეთ აქ), კრისტიანო ჯუნტოლი კი თავის მხრივ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის დახურვას ცდილობს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლივერპულთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, იუვენტუსსა და მანჩესტერს შორის მოლაპარაკებები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

სანჩომ იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და გუნდებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.