TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერის ფინანსური დეტალები ცნობილია

ალფრედო პედულას ინფორმაცით, იუვენტუსს ტეუნ კოპმეიენრსის გაფორმება საერთო ჯამში 58 მილიონი დაუჯდება.

ლა დეა ნიდერლანდელის სანაცვლოდ გარანტირებულად 52 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 3 მილიონი იმ შემთხვევაში დაემატება, თუ იუვე მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შეძლებს.

იუვენტუსს სკუდეტოს მოპოვების შემთხვევაში 1, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემთხვევაში კი კიდევ 2 მილიონის დამატება მოუწევს.