TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

The Athletic: იუვე და მანჩესტერი სანჩოს ტრანსფერის ფორმულას განიხილავენ

ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ცნობით, იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის ფორმულას განიხილავენ.

წყაროს ცნობით, წითელ ეშმაკებს ფეხბურთელის საბოლოოდ გაყიდვა სურთ, ბიანკონერის კი თავის მხრივ მისი იჯარით გაფორმება უნდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

გამოცემის ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ გუნდები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ და სანჩო იუვენტუსში იჯარით გადაბარგდეს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო იქნება.