ბარსას გაუმჯობესებული წინადადება იუვეს
ბარსელონა იუვენტუსს ფედერიკო კიეზას თაობაზე გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბლაუგრანა ტურინულ გრანდს გარანტირებულ 10 მილიონსა და ბონუსების სახით 3 მილიონს სთავაზობს, ბიანკონერი კი თავის მხრივ 15 მილიონს ითხოვს.
წყაროს ცნობით, ესპანეთში არსებული სახელფასო ჭერის გამო კიეზას ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი დაემატება.