TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფლიკმა კიეზას ბარსაში ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის ხერარდ რომეროს ინფორმაციით, ფედერიკო კიეზა ბარსელონაში ტრანსფერთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა იტალიელი ვინგერის ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და ესპანელები მის გაფორმებას უახლოეს დღეებში ეცდებიან.

წყაროს ცნობით, ბარსა მიკაილ ფაიეს რენში უშვებს, მიღებული თანხა კი სწორედ კიეზას ტრანსფერს მოხმარდება.