TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სანჩოს გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება

იუვენტუსი მანჩესტერიდან ჯეიდონ სანჩოს გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კიდევ ერთხელ ეცდება.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, სანჩო გუნდის გასაძლიერებლად კრისტიანო ჯუნტოლის ფავორიტი კანდიდატია და იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, ფედერიკო კიეზას გუნდიდან წასვლის შემდეგ ბიანკონერი ნიკო გონსალესთან ერთად კიდევ ერთი ვინგერის გაფორმებას გეგმავს და ტურინული გრანდის პრიორიტეტი სწორედ სანჩო იქნება, მისი ალტერნატივა კი ფრანცისკო კონსეისაუა.