TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს ტრანსფერი ხვალ ოფიციალურად დადასტურდება

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა რომეო აგრესტიმ დაადასტურა, რომ პიერ კალულუს იუვენტუსში ტრანსფერი ტურინულ გრანდში ხვალ დადასტურდება.

წყაროს ცნობით, ფრანგი მცველი სამედიცინო შემოწმებას დღის პირველ ნახევარში გაივლის და ტურინულ გრანდთან 5-წლიან (1+4) კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო სეზონში 2.4 მილიონი ევრო იქნება.

მილანი კალულუს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონს მიიღებს, მისი შემდგომში 14 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი და მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში თანხის 10 პროცენტი დაემატება.