TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუ იუვენტუსს უახლოვდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ბოლო საათებში პიერ კალულუს სიტუაცია შეიცვალა და ფრანგი ფეხბურთელი ტურინში ტრანსფერისკენ იხრება.

იუვენტუსსა და მილანს შორის ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და ფრანგის ტურინში გადაბარგებას მხოლოდ თავად ფეხბურთელის საბოლოო თანხმობა აკლია.

აგრესტის ცნობით, ბოლო საათებში ფეხბურთელის აგენტთან პოზიტიური საუბრები გაიმართა და დიდია ალბათობა, კალულუმ უახლოეს საათებში იუვენტუსში ტრანსფერს საბოლოო მწვანე შუქი აუნთოს.