TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კოპმეიენრსი იუვენტუსში 7 ნომრით ითამაშებს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ტეუნ კოპმეიენრსის იუვენტუსში ტრანსფერი დახურვასთან ახლოს არის და დიდი ალბათობით ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს ოფიციალურად კვირის ბოლომდე შეუერთდება.

წყაროს ცნობით, კოპმეიენრსი იუვენტუსში დიდი ალბათობით 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც გასულ სეზონში ფედერიკო კიეცას საკუთრებაში იყო, თუმცა იტალიელი ტიაგო მოტას გეგმებში აღარ შედის და ის იუვენტუსის მაისურით აღარ ითამაშებს.

იუვენტუსი კოპმეინერსის სანაცვლოდ ატალანტას საერთო ჯამში 59 მილიონ ევროს გადაუხდის, ბიანკონერის ამ თანხის დაფარვა ეტაპობრივად, 2028 წლის ზაფხულამდე მოუწევს.