TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტასა და კალულუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა…

ტიაგო მოტასა და მილანის მცველს პიერ კალულუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ტურინში ფრანგი მცველის პოტენციურ პოზიციასა და გუნდში მის როლზე ისაუბრეს.

იუვენტუსსა და მილანს შორის ტრანსფერის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ტურინში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია, მაგრამ ის სათამაშო დროის გარანტიას ითხოვს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კალულუ საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მიიღებს.