TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ კომოსთან მატჩისთვის მზად ვართ, ჩვენ სეზონს ამბიციური გეგმებით ვხვდებით“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი საფეხბურთო ხედვა ? ბოლონიადან იუვენტუსამდე, ჩემი იდეები და საფეხბურთო ფილოსოფია უცვლელი რჩება. ჩვენ ვიწყებთ ახალ ციკლს გუნდთან ერთად, რომელიც შენების პროცესშია და დღითი დღე სულ უფრო უკეთესი ხდება.

„კომოსთან შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, მაგრამ ჩვენ ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში ვხვდებით და გვინდა, სეზონი პოზიტურ ნოტაზე დავიწყოთ.

„ჩვენი მიზნები ? იუვენტუსი უმაღლესი დონის და ამბიციების მქონე გუნდია და ჩვენ შესაბამისი მიზნები გვაქვს. უნდა გვქონდეს სიმამაცე იმისთვის, რომ დაუღალავი შრომა და განვითარება გავაგრძელოთ, რაც თავის მხრივ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მოგვცემს.

„როგორია ჩემი იუვე ? ეს არა ჩემი, არამედ ჩვენი იუვეა, გუნდის თითოეული წევრისა და ქომაგის. ჩვენ ისტორიული გუნდის ნაწილი ვართ, თითოეული ჩვენგანი საერთო მიზნების მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„ჩვენ უნდა ვიყოთ დაბალანსებულები, ბალანსში კი ვგულისხმობ გუნდს, რომელსაც თამაში თანაბრად კარგად შეუძლია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

„კომო ძალიან კარგი გუნდია, მათ სერია ბ-ში თავი შესანიშნავად წარმოაჩნეს და სერია ა-ში დიდი ენთუზიაზმით გადმოვიდნენ, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და ვიცით, ამისთვის მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო.“