TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილანმა კიეზაზე უარი თქვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა კიეზას გაფორმებაზე უარი თქვა.

იტალიურმა გრანდებმა ფედერიკოს ტრანსფერი პიერ კალულუს თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს, თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაშიც კიეზას მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი – 6-7 მილიონი ევროა.

იუვენტუსი იტალიელი ფეხბურთელის მსურველის ძიებას აქტიურად აგრძელებს, თუმცა სულ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ის გუნდს მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.