TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კალულუს იუვენტუსში ტრანსფერი დღეს დაიხურება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი პიერ კალულუს ტრანსფერის დეტალებზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 3.5 მილიონ ევროს გადაიხდის, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რასაც ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონი, მომავალში მისი გაყიდვის შემთხვევაში კი სრული თანხის 10 პროცენტი დაემატება.

კალულუს აგენტს ტურინში დღეს ელოდებიან, მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას გეგმავენ, რის შემდეგაც 24 წლის ფრანგი ტურინული გრანდის რიგებს შეუერთდება.

error: დაცული კონტენტი !