TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და მილანი კალულუს ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი პიერ კალულუს ტურინში ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ.

წყაროს ცნობით, როსონერი ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სურს, რომ მისი გამოსასყიდი პუნქტი სეზონის ბოლოს სავალდებულო იყოს.

მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ პუნქტებზე, რომელთა შესრულების შემთხვევაში ფრანგის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება. დიდი ალბათობით იუვენტუსს ფეხბურთელის გამოსყიდვა იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, კალულუ კი მატჩების 60-70 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას.